მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა
18.01.2023
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. თბილისში ვიზიტით იმყოფებიან: აჰლ ბეითის მსოფლიო  ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის საერთაშორისო საქმეთა ხელმძღვანელის მოადგილე, აბდოლრეზა რაშედი და აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის დსთ-სა და თურქეთის სამმართველოს უფროსი, ჰასან სადეყიანი. ირანელ სტუმრებთან ერთად, სააგენტოს ეწვივნენ  ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი, კულტურის საკითხებში საელჩოს მრჩეველი, აჰმად ალი მეჰრი არდესტანი, ალმოსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ჰასან იუსეფზადე და კულტურის განყ-ბის თანამშრომელი, მაჰდი ზარე.

            სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული აქტივობები. მან ხაზი გაუსვა ისლამის ქართულ ფენომენს, შიიტი და სუნიტი მუსლიმების ჰარმონიულ და მშვიდობიან თანაარსებობას საქართველოში და ამის მაგალითად მათი ერთობლივი ლოცვა მოიყვანა.

ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ადამიანის რელიგიური თავისუფლება საქართველოს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ამ უფლებით საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რელიგიური აღმსარებლობისა და ეროვნების მიუხედავად, დაუბრკოლებლად ისარგებლოს.

            სტუმრები დაინტერესდნენ რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებით და ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობით. მათ მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს მიღებისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიებს შორის არსებული თანამშრომლობა მაგალითი გახდება სხვა ქვეყნებისთვისაც.

შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე,უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა, ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, პროტოკოლის მენეჯერები, გვანცა ცხოვრებაძე და ნათია გუდაძე.






View Larger Map