დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ლარს იოჰან ლიუნბექს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემები იყო: საქართველოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, ძირითადი ფუნქციები, აქტივობები და განხორციელებული პროექტები, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება, ქვეყანაში არსებული ტოლერანტული გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს საინტერესო საუბრისთვის და რელიგიის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
საუბრის დასასრულს, სტუმარს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და „რელიგიები საქართველოში“ გადაეცა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
