მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს ორგანიზებით სასულიერო პირებს PCR ტესტირება უტარდებათ
21.01.2021
1 / 1


2020 წლის 30  დეკემბერს,  საქართველოს მთავრობის  განკარგულება №2632 ის შესაბამისად,  ცვლილება შევიდა 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში და კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ  პრიორიტეტულ  პირთა ნუსხას დაემატა  „სხვადასხვა რელიგიურ კონფესიათა მსახურები“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მთავრობის აღნიშნული დადგენილება გააცნო სააგენტოს ინტერრელიგიურ სათათბიროში შემავალ  რელიგიურ ორგანიზაციებს. უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რელიგიის სააგენტომ რელიგიურ ორგანიზაციათა  წარმომადგენლებს მიაწოდა საქართველოს მასშტაბით რეგიონებისა და რაიონული ცენტრების  იმ სამედიცინო დაწესებულებების  საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც  სასულიერო პირებს მოემსახურებოდნენ.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით,  PCR  ტესტირება ჩაუტარდათ მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ასეულ და სხვადასხვა კონფესიის ((მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა კათოლიკური ეკლესიის, ებრაული თემის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ბაპტისტური  ეკლესიების კავშირისა და კათოლიკური ეკლესიის) 612   სასულიერო პირს. ტესტირებას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტირების პროცესი გრძელდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას,  საჭირო დახმარება გაუწიოს რელიგიურ ორგანიზაციებს პანდემიასთან ბრძოლის რთულ პერიოდში.






View Larger Map