მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქცია
24.04.2024
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონს სააგენტოს თანამშრომლებმა 7 ფუთა ტანსაცმელი, 10 ყუთი საკვები და 9 ყუთი ტკბილეული გადასცეს. სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელმა, მღვდელმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის.

პანსიონში, რომელიც  2009 წელს დაარსდა, ცხოვრობენ ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე, ჩვენი თანამემამულეები აზერბაიჯანიდან, ირანიდან და თურქეთიდან. მათთან ერთად აქ ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი ბავშვებიც სწავლობენ. სკოლის მოსწავლეები, ზოგადი განათლების გარდა, სურვილის შემთხვევაში, პროფესიულ განათლებასაც იღებენ.

აქციაში მონაწილეობდნენ სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური, ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელიძე.






View Larger Map