მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის მოადგილესთან
28.08.2021
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, ვაგიფ ალიევს შეხვდნენ.

კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების მრავალწლიანი ტრადიცია და ხაზი გაუსვა, რომ ეს ურთიერთობები განსაკუთრებით მყარი მას შემდეგ გახდა, რაც ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ვაგიფ ალიევმა მადლიერება გამოხატა ქართული სახელმწიფოს მიმართ, სადაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს კულტურული ცხოვრებისა და განვითარებისთვის ყველა აუცილებელი პირობა აქვთ შექმნილი.

ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრის პირველ მოადგილეს მასპინძლობსთვის და აღნიშნა, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის კულტურის სფეროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირებების ფონზე, საქართველო ტოლერანტობით გამორჩეული ქვეყანაა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთ მეჩეთში ლოცულობენ. იგი შეეხო, აგრეთვე, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტს „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“, რომელიც მუსლიმი თემის ინტეგრირებას უწყობს ხელს, ყოველწლიურ დაფინანსებას საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის საკომპენსაციოდ და მეჩეთების გადაცემის პროცესს. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების, კულტურული ძეგლებისა და ეკლესიების რესტავრაციის საკითხზე.

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის მოადგილემ საპასუხოდ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობა ნამდვილად სამაგალითოა და იგი შეეცდება, ოპერატიულად მოგვარდეს სააგენტოს მიერ წამოჭრილი საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რევაზ საყვარელიძე და რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლები.






View Larger Map