დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველ და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებს მასპინძლობდა. ორგანიზაცია „ახალი თაობა პროგრესისთვის“ პროექტის - „შეიცანი შენი ქვეყანა“ ფარგლებში, ახალგაზრდების ჯგუფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
რელიგიის სააგენტოს საქმიანობის ფორმატის, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნების, რელიგიური კონფესიების მდგომარეობისა და სახელმწიფოს დახმარების, ტოლერანტული გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე ახალგაზრდათა ჯგუფს სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა. მანვე უპასუხა ახალგაზრდების კითხვებს.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საჩუქრად ბიბლია და ყურანი გადაეცათ.
ორგანიზაცია „ახალი თაობა პროგრესისთვის“, „ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით“, ახორციელებს პროექტს „შეიცანი შენი ქვეყანა“, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაციასა და მათში სამოქალაქო ღირებულებების ფორმირებას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
