მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ეზიდთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა
15.06.2024
1 / 4


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდა. 

დელეგაციის სტუმრობა საქართველოს ეზიდთა თემის დღესასწაულს უკავშირდება - ხვალ, საქართველოს ეზიდთა თემის თბილისის სალოცავის დღე, „ტავაფა ეზიდი“ აღინიშნება, რომელსაც, ტრადიციულად, მრავალი სტუმარი ჰყავს ასეა ამჯერადაც, რელიგიის სააგენტოს ეწვივნენ: საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, ახტიარი დიმიტრი ფირბარი, გერმანიის ეზიდური თემის ხელმძღვანელი შაჰაბ დაგი და მისი მოადგილე თელიმ თოლანი, ერაყიდან - ეზიდთა სულიერი ლიდერის ვაჟები: ფარჰად ხურტო ჰაჯი და. სამირ ხურტო ჰაჯი, პეტერბურგის ეზიდური თემის ხელმძღვანელი მურაზ ბროიანი, კალინინგრადის ეზიდური თემის წევრი მურაზ მსტოიანი, იაროსლავლის ეზიდური თემიდან  -  ბარის ლაზგინიანი, ჯასიმ ბროიანი და ჯასიმ პოლატოვი, რიაზანის ეზიდთა თემიდან ჰასან ოზმანიანი, ტვერის ეზიდთა წარმომადგენელი ზადო ისებია, ჰამბურგის ეზიდთა თემიდან სალიჰ ჩეტე, ეზიდური რელიგური საბჭოს წინძღვარი, შეიხი შერვან სერემენტი,  ერაყის  ელჩის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი გერმანიასა და ვენესუელაში საიდ ფირმურატი, ასევე, თემურ კატანი, მერაბ ხუდოევი და ნიმრ ქაჩო ჰასამი.

            ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოს სახაელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი საკითხები, ისაუბრა საქართველოში არსებულ ტრადიციულ ტოლერანტულ გარემოზე და არსებული რელიგიური ორგანიზაციების როლზე მის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეზიდთა თემის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს საქმიანობას და აღნიშნა, რომ ეზიდ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ ქვეყნის აღმშენებლობაში.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, აღნიშნეს ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი და ასევე, რელიგიის სააგენტოსა და პირადად ზაზა ვაშაყმაძის მნიშვნელოვანი როლი ეზიდური თემის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. მათი თქმით, საზღვარგარეთ მყოფმა ეზიდება კარგად იციან, როგორ ტოლერანტული გარემოში ცხოვრობენ ეზიდები საქართველოში, აქვთ სალოცავი ტაძარი, გახსნილია აკადემია. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გერმანიიდან აღნიშნა, რომ ყოველ წელს ჩამოდის დღესასწაულზე და შინ დაბრუნებული ამბობს, რომ საქართველოში გახსნილ ეზიდურ აკადემიაში მიიღო განათლება, რომ ასეთი სასწავლებელი გერმანიაში მცხოვრებ ეზიდებს არ აქვთ.

საუბრის ბოლოს, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს წინასწარ მიულოცა დღესასწაული. შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე.






View Larger Map