მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე კატარის ელჩს შეხვდა
24.03.2022
1 / 7


 

24 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ მუტავას და საელჩოს მეორე მდივანს, ნასერ ბინ საად ალ ნუაიმის შეხვდა.

გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  გაიმართა.  სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითდი ასპექტები, რელიგიის სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა და  რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები. სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ქართული ისლამის უნიკალურობაზე, საქართველოში ტრადიციულად არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და ორი ქვეყნის ურთიერთობის  გაღრმავების პერსპექტივებზე.

ჰასან ბინ აჰმედ ალ მუტავამ კმაყოფილება გამოთქვა სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ გატარებული რელიგიური პოლიტიკის გამო. ელჩმა დაადასტურა საქართველოსთან მჭიდრო  თანამშრომლობისა  და მეგობრული კავშირის განმტკიცების სურვილი. ზაზა ვაშაყმაძემ  კატარის ელჩს  საქართველოში  წარმატებული საქმიანობა უსურვა.