მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა
13.03.2024
1 / 1


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ალი ქაან ორბაის შეხვდა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ელჩმა წარმატებულად შეაფასა ვიზიტის შედეგები და აღნიშნა, რომ თურქეთი მიესალმება რელიგიის სააგენტოსა და მის კოლეგა ორგანიზაციას, დიანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, ადიგენში მომხდარი ფაქტი. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, საქართველოში ყველა რელიგიური კონფესიის უფლებები თანაბრადაა დაცული, ამგვარი მიდგომებით იხელმძღვანელებს სახელმწიფო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, პროცესში კი ჩართულნი იქნებიან დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე და ჯავახეთის მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე. ელჩმა ორბაიმ კმაყოფილება გამოთქვა სააგენტოს პოზიციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თურქეთი აფასებს რელიგიის სააგენტოს მიდგომებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რელიგიის საკითხებში, ბატონი მაჰმუთ გოლი.






View Larger Map