მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე უნგრეთის ელჩს შეხვდა
06.04.2022
1 / 8


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანა მარია შიკო ეწვია.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ისტორია, მისი მიზნები და ამოცანები, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა. თავმჯდომარემ აღნიშნა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები. სტუმრისთვის საინტერესო აღმოჩნდა რელიგიური კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის საკითხი. ელჩის თქმით, ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა, შიიტი და სუნიტი მუსლიმების ჰარმონიული თანაცხოვრების, კერძოდ, ერთ მეჩეთში ლოცვის პრეცედენტი მისთვის ცნობილი არაა და ეს უნიკალური გამოცდილებაა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისათვის და გამოთქვა სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ უნგრეთის ელჩს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ გადასცა.