დღეს, ჭიათურაში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარი გაიხსნა. საზეიმო მსახურებას უძღვებოდა და ტაძარი აკურთხა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი). ღვთისმსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები ესწრებოდნენ.
მიტროპოლიტმა დანიელმა განსაკუთრებულად აღნიშნა სახელმწიფოს ფინანსური დახმარება ტაძრის მშენებლობაში და მხარდაჭერისთვის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს მადლობა გადაუხადა.
ჭიათურაში იმყოფებოდნენ რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, უფროსი სპეციალისტი ავთანდილ კვერნაძე და სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე.