მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა ირანის დელეგაციასთან
15.11.2021
1 / 1


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ ირანის დელეგაციას უმასპინძლეს. სტუმრებმა, აიათოლა შაჰრისტანის მრჩეველმა, ახალგაზრდობისა და ელიტარული ნიჭიერების ცენტრის ხელმძღვანელმა დოქტორმა მოჰამად რუჰანიმ, ალულ ბეითის მედიის მრჩეველმა ამინ ჰოსენ მირჰოსეინიმ და ალულ ბეითის წარმომადგენელმა საქართველოში, ფაიგ ნაბიევმა სააგენტოს თავმჯდომარეს ორგანიზაცია ალულ ბეითის ხელმძღვანელის, აიათოლა შაჰრისტანის მოკითხვა გადასცეს. მათი თქმით, აიათოლა შაჰრისტანი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს საქართველოში ვიზიტს, შეხვედრას მის უწმინდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, დადებითად აფასებს მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებულ სახელმწიფო პოლიტიკას და იმედს გამოთქვამს, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ, კვლავ ესტუმრება საქართველოს. სტუმრებმა ზაზა ვაშაყმაძეს აიათოლა შაჰრისტანის პირადი მოკითხვა და ვიზიტად მიპატიჟება გადასცეს.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.






View Larger Map