მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა დიასპორის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან
27.08.2021
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ვალეჰ ჰაჯიევს შეხვდნენ.

ვალეჰ ჰაჯიევმა დელეგაციის წევრებს გააცნო აზერბაიჯანის საზელმწიფოს პოლიტიკა დიასპორასთან ურთიერთობების საკითხებში და მადლიერება გამოხატა ქართული სახელმწიფოს მიმართ, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები თავს დაცულად და მშვიდად გრძნობენ, აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების, ინფორმაციის მიღების საშუალება, დაცულია მათი რელიგიური უფლებები, რის გამოც ისინი საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ. თუმცა, უკეთ ინტეგრირების მიზნით, სასურველია, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა მეტი ყურადღება დაუთმონ ქართული ენის შესწავლას. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო - აზერბაიჯანს შორის მეგობრობა სამომავლოდანაც გაგრძელდება და გამოხატა აზერბაიჯანის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მრავალხნიან ტრადიციას და აღნიშნა ქართული ისლამის უნიკალური ხასიათი, რის დასტურადაც შიიტთა და სუნიტთა ერთ მეჩეთში მსახურება დაასახელა. ზაზა ვაშაყმაძე დაინტერესდა აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების უფლებების მდგომარეობით, მათი ეთნიკური, კულტურული და  რელიგიური  უფლებების თვალსაზრისით. რელიგიის სააგენტოს თავჯდომარემ, ვითარების უკეთ გასაცნობად, ადგილზე ჩასვლის სურვილი გამოთქვა,  

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, ელჩის მრჩეველი გიორგი ბუაჩიძე, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი ანარ რასულოვი და რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლები.