მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს რელიგიის ატაშე ეწვია
02.02.2023
1 / 2


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის  საელჩოს რელიგიის ატაშეს, აჰმედ ერდემს შეხვდა.

აჰმედ ერდემის თქმით, იგი საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს გამოსამშვიდობებლად ეწვია.  

ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს რელიგიის ატაშეს სააგენტოსთან აქტიური ურთიერთობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ატაშესთანაც სააგენტოს კონსტრუქციული თანამშრომლობა ექნება.

აჰმედ ერდემმა თურქეთის საელჩოს რელიგიის ატაშედ 2 ვადით იმუშავა,

შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის საელჩოს რელიგიის ატაშეს მდივანი, ასლან ბერიძე.






View Larger Map