რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს, „კიდევაც დაიზრდებიან“ სხვადასხვა საკვების 8 ყუთი და 17 ბავშვთა სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
იღუმენია დედა ბარბარემ მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისათვის აქციის ორგანიზატორებს.
აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
