მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი ეწვია
23.06.2026
1 / 4


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თვმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიური განფენილობა, მთავრობის მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაწეული დახმარება და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები. სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა წითელი ჯვრის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი როლი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების კუთხით და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯოანა ბარტონმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისათვის და რელიგიის სააგენტოსთან ურთიერთობის სურვილი გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ ჯოანა ბარტონს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და „რელიგიები საქართველოში“ გადასცა.






View Larger Map