მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოსა და ამერიკული „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ კონფერენციაზე რელიგიასა და კანონის უზენაესობაზე იმსჯელეს
27.06.2023
1 / 22


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციის, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“, მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს რელიგიისა და კანონის უზენაესობის ურთიერთმიმართებაზე იმსჯელეს.

კონფერენციის მეორე დღე რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის მოხსენებით გაიხსნა, რომელმაც საქართველოში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის საკანონმდებლო ბაზაზე ისაუბრა.

საქართველოში ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ, საქართველოს გენერალური პროკურატურის, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე შენგელიამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, თამარ როსტიაშვილმა.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვებზე მოხსენებით გამოვიდა  . მარკ ჰილი (დიდი ბრიტანეთი),

შემდეგ კონფერენციის ფორმატში, რელიგიისა და კანონის კვეთის პრაქტიკის თემაზე, გაიმართა ევოპული და აზიური პანელი. ევროპულ პანელში მონაწილეობა მიიღეს: დოქტორმა ეველია ოჩაბიმ (პოლონეთი), ვალერიუ ღილეჩიმ (მოლდოვა), მარკ აურელერ ზეგიმ (უნგრეთი) და დოქტორმა მარკ ჰილიმ (დიდი ბრიტანეთი). ხოლო აზიურ პანელში მონაწილეობდნენ: პროფესორი პაულ ლიუ (ჩინეთი), პროფესორი, ეუგენე ტანი (სინგაპური), ანიტა ჩანგი (ტაივანი) და ბულატ სარსანბაევი (ყაზახეთი).

კონფერენციაში, რომელმაც სტარტი გუშინ აიღო, მონაწილეობენ შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები.

კონფერენცია მუშაობას ხვალ დაასრულებს.






View Larger Map