მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოსა და ამერიკული „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ კონფერენციის ორგანიზატორები მიხეილ სარჯველაძემ მიიღო
28.06.2023
1 / 6


დღეს, საქართველოს პარლამენტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციის, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“, ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენციის, „რელიგია და კანონის უზენაესობა“, ორგანიზატორები და მონაწილეები ეწვივნენ. მათ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უმასპინძლა.

            საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ ფორუმს მასპინძლობს, რადგან რელიგიის თავისუფლება, ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის. ქვეყანაში ამ მხრივ, ბევრი კეთდება და მათ შორის, აღსანიშნავია რელიგიის სააგენტოს აქტიური საქმიანობა.

         სტუმრებმა გამოთქვეს ინიციატივა,რომ სასურველია თბილისი გახდეს საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების რეგიონული ჰაბი, რასაც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარისა და სააგენტოს მხარდაჭერა მოჰყვა,დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

„გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს ჩენიმ  და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადეს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს მიღებისთვის და გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანის რელიგიური უფლებების განმტკიცების პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ ექსპერტები: გრეგ მიტჩელი, ელიზაბეტ კლარკი,მარკ ერზეგი, ნადინე მაენზა, მარკ ჰილი, ეველინა ოჩაბი, ვეიდ კუსაკი, ბულატ სარსანბაევი,  საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.






View Larger Map