მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოსა და ბაპტისტთა საქველმოქმედო აქცია
10.06.2024
1 / 5


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების  გაერთიანებამ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიას გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს" ჰუმანიტარული დახმარება  - 30 ფუთა  ტანსაცმელი და 50 სასაჩუქრე ყუთი  გადასცეს.

 გიმნაზიის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს აქციის ორგანიზატორებს გაწეული დახმარებისთვის.

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე,  ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი და გიმნაზიის მოძღვარი დეკანოზი  გიორგი გოგესაშვილი






View Larger Map