მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ტრენინგი დასრულდა
11.11.2022
1 / 15


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ორგანიზებული ტრენინგი „რელიგიის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დღეს დასრულდა.

სასტუმროში „ბორჯომი ლიკანი“, ტრენინგის მონაწილეებმა, საქართველოს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დღეს დასკვნითი პრეზენტაცია მოამზადეს და წარადგინეს. დასკვნით ღონისძიებას უძღვებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი.

            ღონისძიების დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ამით რელიგიის სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ტრენინგი დასრულდა.






View Larger Map