მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ტრენინგი გრძელდება
10.11.2022
1 / 6


ბორჯომში გრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებული ტრენინგი „რელიგიის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სასტუმროში „ბორჯომი ლიკანი“, ტრენინგის მონაწილეებმა შეაჯამეს პირველი დღის შედეგები.

თემაზე - რელიგიის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოხსენებით გამოვიდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი.

დღესვე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის უფლებათა კოდექსი (მომხსენებლები: გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტები: თეონა კაკაჩია და გია კუჭავა), ბავშვთა მიმართ ძალადობა (მომხსენებელი გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტი, ნონა ციხელაშვილი), ბავშვთა გეგმიური ვაქცინაცია და ვაქცინაცია COVID 19 -ს წინააღმდეგ (მომხსენებელი ექიმი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი).

ტრენინგის მეორე დღის დასასრულს, შედგება ჯგუფური მუშაობა საკითხებზე - ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვის უფლებათა კოდექსის ძირითადი პრინციპები. საბოლოოდ კი, ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს ამავე თემებზე.

რელიგიის სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივ ტრენინგში მონაწილეობენ: საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის,  საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის,  საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიისა და საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლები.