მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოში ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა
05.05.2023
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე უძღვებოდა.

 შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ევენგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები და წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, ჟოზე-აველინო ბეტანკური.

ზაზა ვაშაყმაძემ სათათბიროს წევრებს გააცნო წმინდა საყდრის დესპანთან კომუნიკაციის შედეგად წარმოქმნილი იდეა, რელიგიური კონფესიების ერთობლივი ღონისძიების გამართვის შესახებ დევიზით: „ჩვენ გვინდა მშვიდობა“.

კონფესიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს წინადადებები ღონისძიების ჩატარების ფორმებისა და ლოკაციის შესახებ. მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღონისძიების დეტალებზე იმსჯელებს.






View Larger Map