მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგტენტოს თავმჯდომარე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
08.04.2022
1 / 7


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს, საელჩოს პირველ მდივან ანარ რასულოვსა და მესამე მდივან რამელ ლატიფოვს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი,  ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითი მმართველი, თეოდორე (ჭუაძე) და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის საკითხები. ასევე, მემორანდუმების შესაძლო გაფორმების საკითხი რელიგიის სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტს შორის. ასევე, ამავე კომიტეტთან არსებულ ღვთისმეტყველების ინსტიტუტსა და საქართველოს სასულიერო აკადემიას შორის.

აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის ურთიერთობები გამორჩეულ ხასიათს ატარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში იგეგმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, მუბარიზ გურბანლს ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.






View Larger Map