მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიის (USCIRF) ყოველწლიური (2023 წლის) ანგარიში
02.05.2023
1 / 1


2023 წლის 2 მაისს რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიამ (USCIRF) გამოსცა ყოველწლიური (2023 წლის) ანგარიში, რომელიც მონიტორინგს უწევს  რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას საზღვარგარეთ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისია (USCIRF) იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს რელიგიის თავისუფლების დარღვევებს მსოფლიო მასშტაბით და პოლიტიკურ რეკომენდაციებს აძლევს პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და კონგრესს. 

            ანგარიშში, განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ქვეყნების სიაში - დასახელებულია ის სახელმწიფოები, რომელთა მთავრობა თავად ეწევა ან მფარველობს რელიგიის თავისუფლების სისტემატურ, მუდმივ და უხეშ დარღვევებს,

          აღნიშნულ ანგარიშში ასევე  გაცემულია რეკომენდაცია 11 ქვეყანაზე განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეყნების სიაშ განთავსებასთან დაკავშირებით, რომელთა ხელისუფლებაც ან სასტიკად არღვევს  რელიგიის თავისუფლებას ან იჩენს დანაშაულისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას.  

            რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისია (USCIRF) მონიტორინგს 1999 წლიდან აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ფედერალური კომისიის ანგარიშში, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დამრღვევ ქვეყანათა სიაში, საქართველო არასდროს ყოფილა დასახელებული, რაც მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მხრივ არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და დადებით ტენდენციებზე მიანიშნებს. ამ მხრივ  საქართველო არა მხოლოდ რეგიონში არის გამორჩეული ქვეყანა.






View Larger Map