მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საგენტო და ბაპტისტური ეკლესიების კავშირი გიმნაზიას დაეხმარა
28.12.2023
1 / 3


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს  ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. ამჯერად, გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება - 20 ფუთა  ტანსაცმელი  და 20  სასაჩუქრე  ყუთი-ტკბილეულობა მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადასცეს. მღვდელმა გიორგი გოგესაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოსა და ბაპტისტური ეკლესიების კავშირს გაწეული დახმარებისთვის.

ერთობლივ აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.






View Larger Map