მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სააგენტომ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის პირველი წიგნის - "დაბადება" პრეზენტაცია გამართა
09.06.2020
1 / 9


დღეს, 9 ივნისს, უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის ეზოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ახალი სოციალური პროექტის, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის პირველი წიგნის -  დაბადება“ - პრეზენტაცია გამართა, რომელშიც საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები, სკოლა-პანსიონის პერსონალი და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თბილისის 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორი, თინათინ საბაური, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელი, ჟურნალ „სინათლის“ რედაქტორი, ამირან ღოღაძე და უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის დირექტორი, ცირა ვეფხვაძე.

ბრაილის შრიფტით ბიბლიის ბეჭდვის იდეა 2020 წლის დასაწყისში გაჩნდა, როცა ინტერრელიგიური კალენდრის პრეზენტაციაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ სააგენტო მესამე წელია, ახორციელებს სოციალურ პროექტს - ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნილებას და გააჟღერა ბრაილის შრიფტით ბიბლიის პირველი წიგნის გამოცემის ინიციატივა.  დაბადება - ბიბლიის პირველი კანონიკური წიგნია, რომელიც სამყაროს შექმნისა და კაცობრიობის უძველესი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ შარშან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულმა ბავშვებმა სწორედ ბიბლიის ბრაილის შრიფტით დაბეჭდვის სურვილი გამოთქვეს.

სოციალური პროექტით რელიგიის სააგენტო მიზნად ისახავს შშმ პირთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლებას. რელიგიის სააგენტო 2018 წლიდან  ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს და ეხმარება თბილისის 202-ე საჯარო სკოლას.