მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში გრძელდება
12.03.2015
1 / 2


9 მარტს დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.  ვიზიტი მიზნად ისახავდა სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის სფეროში მეზობელი სახელმწიფოს გამოცდილების გაცნობას და კონტაქტების დამყარებას. ვიზიტის ფარგლებში ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები ეჩმიაძინში შეხვდნენ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს. შეხვედრაზე განიხილეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ფუნქციონირებისა და ახლად შექმნილ რელიგიის საკითხთა სააგენტოსთან მისი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიის განყოფილების უფროსს ვარდან ასცატრიანი,  რომელსაც, ასევე, შეხვდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია. შეხვედრაზე აღინიშნა ორ, მონათესავე სტრუქტურას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და   საინტერესო ინფორმაციების გაცვლის აუცილებლობა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სომხეთში ქართული სათვისტომოს წევრებს ეწვივნენ. სომხეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურასთან  მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრაზე გამოითქვა ერევანში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აშენების სურვილი. ვიზიტი გრძელდება.

 






View Larger Map