18 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ წარადგინა მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციას შეასრულებს.
მრჩეველთა ჯგუფის წევრები არიან :
ლევან აბაშიძე - რელიგიათმცოდნე, თეოლოგი, ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი;
ლევან გიგინეიშვილი - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიაუნის პროფესორი;
ზაზა ფირალიშვილი - ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი;
ზურაბ კიკნაძე - ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიაუნის ემერენტუს - პროფესორი;
ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
გიორგი ლობჟანიძე - აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიაუნის პროფესორი;
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველო, როგორც პოლიკონფესიური ქვეყანა, ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ექსპერტთა ჯგუფის წევრები რელიგიის სფეროში არსებული ვითარების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების ფორმირებაში მიიღებენ მონაწილეობას. სააგენტო მათთან ერთად განიხილავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მუშაობის პრინციპებსა და სტრატეგიას და იმედოვნებს, რომ ამით საბოლოო ჯამში განეიტრალდება ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ სფეროში ფაქტობრივად არსებობს.
სააგენტოს მუშაობაში დამოუკიდებელი ექსპერტების, საზოგადოებისათვის ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნებების ჩართვა ხელს შეუწყობს სააგენტოს საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობას.
ამასთან ერთად, სააგენტოს ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს რელიგიის საკითხებზე მომუშავე სხვა ექსპერტებთან, თუ ისინი მრჩეველთა ჯგუფში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 