რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II და მართლმადიდებელ მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და უსურვებს მშვიდობასა და კეთილღეობას.
ავტოკეფალიის დაკარგვის დღიდან, 1917 წლის 25 მარტს (12 მარტს - მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრით) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გამოცხადებამდე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერების მსახურნი თუ მორწმუნე ერი ერთად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის.
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბევრწილად განაპირობა ქართული სახელმწიფოს ისტორია, ტრადიცია, ღირებულებები. ქრისტიანული კულტურის წიაღში შეიქმნა ყველა ის ტრადიციული ღირებულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და ერთობას ქმნიდა და ქმნის. მართლმადიდებელი ეკლესია ყველა სხვა აღმსარებლობის ადამიანთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებში იცავს და ინარჩუნებს ამ ღირებულებებს, მათ შორის საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასაც და მას ქვეყნის სიმდიდრედ მიიჩნევს. ამ ფასეულობებს უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს ქვეყნის ხელისუფლებაც და ჩვენი თითოეული მოქალაქეც. ვულოცავთ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის მრევლს ამ მნიშვნელოვან და ღირსშესანისნავ დღეს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 