მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯმდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს სრულიად საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს
26.05.2015
1 / 1


საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყანა მუდამ მოიაზრებდა თავს მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტად. უმძიმესი ისტორიული ბედისწერის მიუხედავად,  ჩვენი ქვეყნისთვის მუდმივად გამაერთიანებელი იდეა იყო - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

დღესაც ჩვენი სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს გლობალიზმის საერთო პროცესებში ჩაერთოს, როგორც უნიკალური კულტურისა და სახის მქონე ქვეყანა.  ქვეყანა,  სადაც მრავალი ეთნიკური და რელიგიური მიკუთვნებულობის ადამიანი სიყვარულს უნაწილებს ერთმანეთს, სადაც ტოლერანტობის ზოგადადამიანური იდეის საფუძველში  ქართული ძმობა და ძმადნაფიცობა დევს , რომელმაც შექმნა კიდეც ქართული სახელმწიფოს ერთობა.

ჩვენი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მთელს ჩვენს ქვეყანას ვუსურვებთ ერთიანობას, ძლიერებას,  კეთილდღეობას.

 






View Larger Map