მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა ებრაელს ფესახის დღესასწაულს ულოცავს
03.04.2015
1 / 1


       რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ქართველ და მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ებრაელს  ებრაული კალენდრის ერთ-ერთ უდიდეს  -  ფესახის (პასექის)  დღესასწაულს.

ფესახი უფლის მიერ ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან გამოხნას ეძღვნება. ამ დღეს ებრაელები იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს - მაცას მიირთმევენ.

        ფესახი უფლისგან მოსული ხსნის - მონობისგან თავის დაღწევის,  ებრაელთა  ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშანია. ეს ბიბლიური  დღესასწაული ძვირფასი და სიმბოლურია სხვა ერებისათვისაც, რადგან კაცობრიობას  თავისუფლების, სიყვარულისა და ერთგულების უძველეს მაგალითს უჩვენებს.

      საქართველოში მცხოვრები ებრაელები ჩვენი უძველესი კულტურის ნაწილია. ჩვენი ურთიერთობის უჩეულოდ კეთილგანწყობილი 26-საუკუნოვანი  ტრადიცია მაგალითის ძალის მქონეა დღევანდელი მსოფლიოსათვის, სადაც ჯერ კიდევ მიუღწეველია ტოლერანტობის მუხტი,  ამ მიწაზე ქართველებსა და ებრაელებს შორის რომ არსებობს.     

         სულით და  გულით  გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. ვისურვოთ, რომ მსოფლიოსთვის გაგვეცნოს  ჩვენი ერთიანი  კულტურული ტრადიციის ძალა -  მონობიდან გათავისუფლება, პირველ რიგში, მოძმის აღიარებითა და სიყვარულით მიიღწევა.       






View Larger Map