რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გამოთქვამს შეშფოთებას წმიდა ბარბარეს ეკლესიის დარბევასთან დაკავშირებით. ამ ვანდალურ ფაქტს ერთეულ ინციდენტად ჩავთვლიდით, რომ არა უკანასკნელ პერიოდში მომხდარი რელიგიური და ეთნიკური გრძნობების შეურაცხმყოფელი ქმედება ქობულეთში მუსლიმების მიმართ.
ამ ფაქტების უკან რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის ტენდენცია ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისა და მისი ფუნდამენტური ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული.
საქართველო ტრადიციულად მრავალრელიგიური ქვეყანაა, რელიგიათშორისი და ეთნიკური ტოლერანტობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა. ყოველი მსგავსი ინციდენტი ჩვენი ქვეყნისა და მისი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული აქციაა. ასეთი რამ საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს. მიგვაჩნია, რომ სამართალდამცველი ორგანოების მიერ ამ ფაქტებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ბოლომდე იქნას გამოძიებული და დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 