რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე საქმიანი ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელს - ვიქტორ ოპასკის. მხარეებმა განიხილეს რელიგიის სფეროში საქართველოსა და რუმინეთის მომავალი თანამშრომლობის საკითხები. რუმინეთმა აღუთქვა ქართულ მხარეს, რომ გაუზიარებდა თავის საუკუნენახევრიან სახელმწიფოებრივ გამოცდილებას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
