მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ქ. ბერლინში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში
08.10.2024
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით, მონაწილეობას მიიღებს ქ. ბერლინში, 9-10 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში - „როგორ შეუძლია ინკლუზიურ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას პრევენცია მოახდინოს ან/და აღკვეთოს რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი და ძალადობა“ (How Inclusive FoRB Can Preempt/Prevent Radicalization, Extremism, and Violence).

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაციები - „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნო“ (IRF Secretariat) და „გიყვარდეს შენი მეზობელი თემი” (LYNC) რომელთან ერთადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2023 წლის ივნისში, თბილისში ჩაატარა სამ დღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „რელიგია და კანონის უზენაესობა“, და 2024 წლის 9-10 ივლისს, ბათუმში ჩაატარა  ორ დღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად“.

კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე რელიგიისა და რწმენი თავისუფლების, ეროვნული უსაფრთხოების, თანამედროვე გამოწვევების, მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ.






View Larger Map