მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება
14.02.2025
1 / 1


რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელით გავრცელდა კადრები მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც ჯერ-ჯერობით, დაუდგენელი პირი მონასტრის კედლებს ფეხებს ურტყამს და ცეკვავს. მცხეთის ჯვრის მონასტერი ქვეყნის გამორჩეული სიწმინდე, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ჩვენი ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია, ამდენად გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მკაცრად გმობს ნებისმიერი სარწმუნოების სალოცავის წინააღმდეგ მიმართულ მსგავს ქმედებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოხდეს ფაქტის გამოძიება და მასზე შესაბამისი რეაგირება.

მიგვაჩნია, რომ ხსენებული ფაქტი არა მხოლოდ ქვეყნის შეურაცხმყოფელი ქმედებაა, არამედ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი საქართველოში ტურისტების, ზოგადად, უცხოელი მოქალაქეების მიმართ ანტაგონისტური განწყობის გამოწვევაა.






View Larger Map