მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამძიმარი
18.03.2026
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უსამძიმრებს საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

საქართველოს პატრიარქი არამხოლოდ მართლმადიდებელ ქართველთა სულიერი მამა, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეზე მლოცველი იყო, ამიტომაც სარგებლობდა უპირატესი ავტორიტეტითა და სიყვარულით.

საქართველოს პატრიარქი განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა ქრისტიანულ სამყაროში. მას მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა, განუზომელია პატრიარქის წვლილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე, პატრიარქი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის აქტიური მონაწილე და ხშირად, შემოქმედიც იყო.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებას, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში.  დიდი პატრიარქის ეპოქა დასრულდა.






View Larger Map