მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქველმოქმედო აქცია საჩხერის რაიონის სოფელ საირხის წმ. ნინოს გიმნაზიაში
17.02.2022
1 / 4


დღეს, 17  თებერვალს   რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა საჩხერის რაიონის სოფელ საირხის წმ. ნინოს სახელობის  მართლმადიდებლური გიმნაზიის  მოსწავლეებისათვის, რომელთაც ოცი სასკოლო ჩანთა და ასი ყუთი საჩუქარი გადაეცათ. სააგენტო უკვე მეოთხე წელია ეხმარება საირხის წმ. ნინოს გიმნაზიას სადაც 210 ბავშვი იღებს განათლებას.

სააგენტოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ ადგილობრივი გიმნაზიისა და მრევლის საჭიროებებით. მსგავსი აქციები სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საჭიროების მიხედვით, ეტაპობრივად გაგრძელდება.

გიმნაზიის დირექტორმა ნარგიზა გაბაძემ და გიმნაზიის მოძღვარმა დეკანოზმა გიორგი გოგესაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მადლობა გადაუხადეს ყურადღებისა და თანადგომისათვის.

აქციაში მონაწილეობდნენ: სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე  და სააგენტოს თანამშრომელი  ოთარ ჭიკაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  საქველმოქმედო აქციები  გრძელდება.






View Larger Map