მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტი აზერბაიჯანში
26.08.2021
1 / 5


დღეს, 26 აგვისტოს, დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელთა სამდღიანი სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე.

დელეგაციის წევრებმა ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწისა და ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ძეგლი. აზერბაიჯანის მეორე პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების განმტკიცებასა და „საუკუნის პროექტად” წოდებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებაში.

სააგენტოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რევაზ საყვარელიძე და ელჩის მრჩეველი გიორგი ბუაჩიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუნდუზ ისმაილოვი და კომიტეტის თანამშრომლები.

დელეგაციის წევრები შეხვდებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, კოლეგა ორგანიზაციის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელობას.






View Larger Map