მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
„რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით" წიგნის პრეზენტაცია
14.07.2020
1 / 8


დღეს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მოზეუმის შიდა ეზოში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი გამოცემის, „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ პრეზენტაცია.

            პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ხელისუფლების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების, სასამართლო ხელისუფლებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

წიგნში - „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ პირველადაა თავმოყრილი სინდისისა და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე არსებული ყველა ძირითადი ქართული თუ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს, ვენეციის კომისიისა და ოსლოს კოალიციის დოკუმენტები რელიგიის თავისუფლების შესახებ; ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმეები და გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლების შესახებ; მოცემულია სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობა.

პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა გამოცემის მნიშვნელობას და აღნიშნა: „რელიგიის თავისუფლების სფეროში ადამიანის უფლებების რეგულირების თაობაზე ქართული თუ თარგმნილი მასალა, ასე ერთად თავმოყრილი, პირველად გამოიცა და ის ნათლად მიანიშნებს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის, ქართული სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ. სხვათა შორის,  გამოცემაში მოყვანილი ცხრილი - სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით - იმის დასტურია, რომ საქართველოს რელიგიური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია“.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვებით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა რომლებმაც ხაზი გაუსვეს პუბლიკაციის მნიშვნელობას და რელიგიის სააგენტოს წვლილს სინდისისა და რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებული საკანონმდებლო აქტების პოპულარიზების საქმეში.

პრეზენტაციის მონაწილეებს წიგნი საჩუქრად გადაეცათ.






View Larger Map