მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაუნაწილდათ
11.04.2022
1 / 1


საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილებით ,,საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“მე-4 მუხლის მეორე პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მარტის N524 განკარგულებით საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის გამოყოფილი 1 000000 (ერთი მილიონი) ლარის განაწილების შესახებ: მუსლიმ თემს 600.000 ლარი, სომხურ ეკლესიას- 200.000 ლარი, ებრაულ თემს -100 000 ლარი და კათოლიკურ თემს 100 000 ლარი.

გადაწყვეტილება მთავრობამ რელიგიის სააგენტოსთან და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. გაითვალისწინეს რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა. უკვე არსებულ დაფინანსებაზე დამატებულ თანხას საქართველოს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან აანაზღაურებს.