მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიურ ორგანიზაციებს შორის საქართველოს მეორე გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში იწყება
03.07.2023
1 / 1


4-5  ივლისს, 16.00 საათზე, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, გაიმართება საქართველოს მეორე გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიურ ირგანიზაციებს შორის, რომელშიც მონაწილეობენ: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და ასევე, რელიგიის სააგენტოს გუნდები.

ჩემპიონატი ორი დღის მანძილზე იმართება. მისი მიზანია რელიგიურ ორგანიზაციებში, მრევლსა და მომავალ თაობაში ჭადრაკის პოპულარიზაცია.  ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებითა   და დიპლომებით.






View Larger Map