მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიური ორგანიზაციები ერთმანეთს ჭადრაკში ეჯიბრებიან
04.07.2023
1 / 8


დღეს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, დაიწყო საქართველოს მეორე გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის.

ჩემპიონატის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა, აკაკი იაშვილმა.

შემდეგ გაიმართა კენჭისყრა, რომელმაც განსაზღვრა მონაწილეთა შეხვედრების გრაფიკი. ტურნირი ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად იმართება. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებითა და დოპლომებით.

ჩემპიონატში მონაწილეობენ: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და ასევე, რელიგიის სააგენტოს გუნდები.

ჩემპიონატი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.  






View Larger Map