მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
'რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი'
27.10.2015
1 / 13


17-18 ოქტომბერს, ბათუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ,,რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი". შეხვედრის ფარგლებში სამცხე- ჯავახეთისა და აჭარის ა/რ-ს მუნიციპალიტეტების, ასევე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და აჭარის ა/რ-ს უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის საჯარო მოხელეებს რელიგიური ტოლერანტობის, სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ სემინარებს ექსპერტები: ზაზა ფირალიშვილი, ლევან აბაშიძე, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გელა კვარაცხელია და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი უტარებდნენ. ტრენინგის მიზანი საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება და გამოცდილების გაზიარება იყო. ტრენინგის შედეგები შეაჯამა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. შეხვედრის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადეცათ. პროექტი ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.  

 

 






View Larger Map