ქრისტეშობას ზეიმობენ რუსთავში მცხოვრები კათოლიკეები. სააგენტოს ქვემო ქართლის კოორდინატორმა, აბაი ფაშაევმა შობა-ახალი წელი მიულოცა რუსთავის კათოლიკურ ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, სადაც საზეიმო ღვთისმსახურებას მღვდელი ზურაბ კაკაჩიშვილი უძღვებოდა.
აბაი ფაშაევი ეწვია რუსთავის ევანგელურ-ლუთერულ მშვიდობის ეკლესიას და საქართველოს მთავრობის სახელით, შობა-ახალი წელი მიულოცა მრევლს. საზეიმო ღვთისმსახურებას პასტორი ირინა სოლეი უძღვებოდა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
