მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რუსთავში ქრისტეშობას აღნიშნავენ
25.12.2022
1 / 4


დღეს ლუთერები შობას ზეიმობენ. რუსთავის ევანგელურ-ლუთერულ მშვიდობის ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურებას პასტორი, ირინა სოლეი უძღვებოდა. მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი, აბაი ფაშაევი და სააგენტოს მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე  დაესწრნენ. მათ შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სახელით, ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.

შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლები ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ეწვივნენ, სადაც ლოცვას პასტორი გიორგი ჩიტაძე უძღვებოდა. აბაი ფაშაევმა მრევლსა და სასულიერო პირებს შობა მიულოცა.

სააგენტოს ქვემო ქართლის კოორდინატორი ქრისტეშობის დღესასწაულს მიულოცავს რუსთავის კათოლიკურ ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, სადაც საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართება.






View Larger Map