მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რუსთავში შობას ზეიმობენ
27.12.2021
1 / 6


დღეს, რუსთავის კათოლიკურ ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება გაიმართა. საზეიმო წირვა აღავლინა ტაძრის მღვდელმსახურმა, ზურაბ კაკაჩიშვილმა. წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს კოორდინატორი ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევი, რომელმაც ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობის დღესასწაული მიულოცა.

შემდგომ სააგენტოს წარმომადგენლები რუსთავის ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში დაესწრნენ ღვთისმსახურებას, რომელსაც პასტორი, ირინა სოლეი უძღვებოდა. აბაი ფაშაევი საქართველოს მთავრობის სახელით მიესალმა შეკრებილთ და წარმატებები უსურვა მათ.

რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ და ქრისტეშობა მიულოცეს, აგრეთვე, რუსთავში, პროტესტანულ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს. საზეიმო წირვას პასტორი გიორგი ჩიტაძე უძღვებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას აქტიური თანამშრომლობისათვის და ხაზგასმით აღინიშნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წვლილი მათი პრობლემების გადაწყვეტაში.






View Larger Map