მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რუსთავში შობას ზეიმობენ
24.12.2023
1 / 6


საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია შობას აღნიშნავს. რუსთავის ევანგელურ-ლუთერულ მშვიდობის ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურებას პასტორი ირინა სოლეი უძღვებოდა.

საზეიმო მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი აბაი ფაშაევი და სააგენტოს მენეჯერი ლაშა მჭედლიძე  დაესწრნენ. მათ შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს ქრისტეშობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, მშვიდობა, სტაბილურობა და  ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვეს.

შემდეგ სააგენტოს ქვემო ქართლის კოორდინატორმა შობა-ახალი წელი მიულოცა რუსთავის კათოლიკურ ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, სადაც საზეიმო ღვთისმსახურებას მღვდელი ზურაბ კიკაჩეიშვილი უძღვებოდა.

სააგენტოს წარმომადგენლები ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ეწვივნენ და დღესასწაული მიულოცეს. საზეიმო ლოცვას აქ პასტორი გიორგი ჩიტაძე უძღვებოდა.






View Larger Map