რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში გრძელდება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ლიტვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ინსტიტუტების დეპარტამენტის, რელიგიური საკითხებისა და სამართლებრივი რეგისტრაციის განყოფილების უფროს სპეციალისტს ბატონ დონატას გლოდენისს. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრირებისა და საკანონმდებლო სტატუსის, რელიგიურ გაერთიანებათა საკანონმდებლო რეგულირებისა და ქონებრივი საკითხები, რელიგიურ-საკულტო ნაგებობათა რეგულაციისა და რელიგიურ უმცირესობათა საკითხები. დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 