რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ამა წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. სხდომა სააგენტოსთან არსებული რელიგიის პოლიტიკის სამეცნიერო კვლევის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ერთ-ერთი მიმართულების, კონსტიტუციური შეთანხმება, განვლილი პერიოდის შედეგები, პრობლემები, ანალიზი, კონცეფციის შემუშავებას ეხებოდა, რომელსაც კოორდინირებას უწევს მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი. ზემოთ აღნიშნული კვლევითი მიმართულების სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ამ მიმართულების სამუშაო ჯგუფში შემავალი წევრები, კერძოდ, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
