მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და სილვია სერანოს შეხვედრა
20.08.2014
1 / 1


მიმდინარე წლის  20 აგვისტოს  საქართველოს  მთავრობის კანცელარიაში გაიმართა  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და ევროსაბჭოს პროექტის „უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კავშირები კავკასიაში“ კოორდინატორის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, მკვლევარ სილვია სერანოს შეხვედრა.

 ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო ახლად შექმნილი   სააგენტოს   საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიზნები და ამოცანები.

სილვიო სერანომ  აღნიშნა, რომ მეორედ სტუმრობს საქართველოს, ხელმძღვანელობს პროექტს „ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კავშირები კავკასიაში“, რომლის   მთავარი  მიმართულებაა  რელიგია და პოლიტიკა კავკასიაში. პროექტი 2014-2017 წლებში  განხორციელდება.  აღინიშნა, რომ  რელიგიის მიმართულებით შესაბამისი სტრუქტურის   არარსებობის გამო  პროექტის კოორდინატორი აქამდე  ძირითადად სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის საბჭოსთან თანამშრომლობდა.სტუმარმა  სააგენტოს თავმჯდომარეს დაწვრილებით გააცნო  პროექტის  დეტალები  და შესთავაზა თანამშრომლობა.

 ზაზა ვაშაყმაძემ  და სილვიო სერანომ  ისაუბრეს აგრეთვე  რელიგიის სფეროში არსებულ პრობლემებზე. სააგენტოს თავმჯდომარემ აცნობა სტუმარს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება   აღნიშნული სტრუქტურის  შექმნის თაობაზე, სწორედ ამ პრობლემების  სახელმწიფო დონეზე  გადაწყვეტით იყო განპირობებული. აღინიშნა, რომ ბევრ ევროპულ  ქვეყანაში და,  მათ შორის, მეზობელ  სომხეთსა და აზერბაიჯანშიც მსგავსი სტრუქტურა დიდი ხანია არსებობს. ამ მიმართულებით სწორი,  თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად  სააგენტო ეცნობა    მათ გამოცდილებას.  სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს,  რათა  კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ  ტოლერანტული ქვეყანაა. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს განუმარტა   სახელმწიფოს გადაწყვეტილება  ოთხი კონფესიის დაფინანსების    შესახებ  და აღნიშნა, რომ  მომავალში  სხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსების საკითხიც განიხილება.  

სტუმარი დაინტერესდა  სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტით,  ზაზა ვაშაყმაძემ შესაბამისი განმარტება მისცა სტუმარს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.

დასასრულ, სტუმარმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მიღებისა და საინტერესო საუბრისათვის. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე. 






View Larger Map